რუსეთმა წერტილი უნდა დაუსვას ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას და არ დაუშვას ალიანსში უკრაინის გაერთიანება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
"წერტილი უნდა დავუსვათ ნატო-ს გაფართოებას, ნატო-ს ინფრასქტურის, ნატო-ს შესაძლებლობების გაფართოებას აღმოსავლეთით. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ნატო-ში უკრაინის შესვლა", - განაცხადა რიაბკოვმა ჟუნალ "მეჟდუნაროდნაია ჟიზნთან" ინტრევიუში.
შეგახსენებთ, რუსეთმა 17 დეკემბერს გამოქვეყნა მის მიერ შედგენილი შეთანხმების პროექტები, სადაც ნატო-სა და აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიებია მოთხოვნილი.
დოკუმენტი გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას და მის შემადგენლობაში უკრაინის მიღებას.
დოკუმენტში მოსკოვი ვაშინგტონისგან მოითხოვს, არ განათავსოს შეიარაღება და სამხედროები იქ, სადაც სხვა ქვეყნის მიერ ეს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ იქნება აღქმული, ასევე თავი შეიკავოს თავისი ცის მიღმა მძიმე ბომბდამშენების გაშვებისა და საბრძოლო ხომალდების გაგზავნისგან იმ წყლებში, საიდანაც შესაძლებელი იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორიისთვის დარტყმების მიყენება.
ამის გარდა, რუსეთი ალიანსს სთავაზობს არ განათავსოს ბირთვული იარაღი აშშ-ის ფარგლებს გარეთ, აიღოს უკვე განთავსებული შეიარაღება და გაანადგუროს შესაბამისი ინფრასქტრუქტურა.