სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ითხოვს, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვალოს. როგორც ირკვევა, იმ დროს როდესაც სასამართლო სხდომაა ჩანიშნული ის მივლინებაშია.
ანზორ ჩუბინიძის მიერ სასამართლოსთვის გაგზავნილი წერილიდან ვიგებთ, რომ ის მზადაა ჩვენების მსაცემად, თუმცა 28 დეკემბრამდე სამსახურებრივი მივლინებით ლატვიაში, რიგაში იმყოფება და მზად არის, მომდევნო სხდომებზე გამოცხადდეს.
როგორც ცნობილია, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ანზორ ჩუბინიძის დაკითხვა დაცვის მხარეს სურს, რომელიც აცხადებს, რომ ანზორ ჩუბინიძის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საქმისათვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მათი თქმით, დადასტურდება, რომ ე.წ. საიდუმლო ხარჯები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც არსებობდა.