ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი თვითიზოლაციაში გადავიდა. იტყობინება Times of Israel-ი.
მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ბენეტმა, რომელსაც მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას შეატყობინებს მისი ქალიშვილის ინფიცირების შესახებ, დაუყოვნებლივ დატოვა მინისტრებთან შეხვედრა.
ბენეტმა დილით უკვე გაიკეთა სწრაფი ტესტი, რომლითაც კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ახლა ის დამატებით PCR ტესტს ჩაატარებს და შედეგების მიღებამდე სახლში, თვითიზოლაციაში დარჩება.
პრემიერ-მინისტრის ქალიშვილი, რომელიც ვირუსით დაინფიცირდა, 14 წლისაა. ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯერ კიდევ ივნისში აიცრა.