საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 104 611 შემთხვევა გამოვლინდა. იტყობინება Le Parisien-ი ჯანდაცვის მესვეურთა ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც პანდემიის განმავლობაში დაფიქსირდა. წინა ორ დღეში, საფრანგეთში ასევე რეკორდული რაოდენობის ინფიცირებულთა რაოდენობა აღირიცხა.
ხელისუფლების ცნობით, COVID-19-ით დაავადებული 16 ათასზე მეტი პაციენტი ამჟამად ჰოსპიტალიზებულია. მათგან 3,2 ათასზე მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ხელისუფლება იანვარში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას მოელოდა, რადგან სწორედ ამ დროისთვის არის ნავარაუდევი ქვეყანაში "ომიკრონი" შტამის დომინანტად ქცევა.