საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ბუსტერ" დოზით აიცრა. პრეზიდენტმა ორი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ ბუსტერდოზა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში გაიკეთა.
დღეისათვის კოვიდ-ვაქცინის ბუსტერ დოზა 61 091 ადამიანს აქვს გაკეთებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 454 879 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 273 858 - > 18 ასაკის მოსახლეობის 44.3%-ი.
სრულად ვაქცინირებულია 1 118 799 ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 39.0%-ი. ხოლო ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 61 091 ადამიანს.
24 დეკემბერს აიცრა 11 808 ადამიანი.