კლუბებში, დახურულ სივრცეში მინიმუმ 2000 კაცი ცეკვავს, ამის შედარება გარე სივრცეში ჩატარებულ ღონისძიებასთან როგორ შეიძლება?! -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
“მე ძალიან კარგად მესმის მათი ბიზნეს ინტერესები და ვიცი, რომ ძალიან დაიჩაგრა ეს სექტორი, მაგრამ კლუბის შედარება შეიძლება, გარე სივრცეში რომ რაღაცა ღონისძიება ტარდება, ხალხი რომ გარეთ არის იმასთან?! ეგენი მართლა კლუბში არ ყოფილან, თუ რა?! მინიმუმ 2000 კაცი დახურულ სივრცეში რომ ცეკვავს ერთად, კარგით რა! “, - განაცხადა პაატა იმნაძემ.