სადაპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პარლამენტში კახა კუჭავას გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.
გია ცაგარეიშვილი "ქართული ოცნების" სიაში რიგით 62-ეა.
გია ცაგარეიშვილი 2008-2012 წლებში - საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ხოლო 2012-2016 წლებში - მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
2017-2018 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს მინისტრის მთავარ მრჩევლად მუშაობდა. 2018 წლიდან კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა და დეპუტატის დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილი შეცვლის.