საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა. 
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ: ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე
წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი გახდა ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი. 
წლის აღმოჩენა - "ოლიმპიური იმედი" კი ლერი აბულაძე (მოჭიდავე) და მარიამ ქედიკაშვილი (კანოე) გახდნენ. 
წლის საუკეთესო სპორტსმენად სპორტის ზამთრის სახეობებში - მორის ყვითელაშვილი (მოციგურავე) დასახელდა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად კი გიორგი მაგრაქველიძე. 
ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის ჯილდო გადაეცა ნინო სალუქვაძეს.
სხვა ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა:
ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი - ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში.
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის - ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.
2021 წლის საუკეთესო საუკეთესო მწვრთნელი - ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი.