საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი მის ტრანსგენდერობაზე გავრცელებული ჭორისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. იუწყება BBC.
ინტერნეტით გავრცელებული კონსპირაციული თეორიის ავტორები ამტკიცებენ, რომ ბრიჯიტი ტრანსგენდერი ქალია და ის დაბადებისას ბიჭი იყო.
ჭორები პირველად სექტემბერში ულტრამემარჯვენეთა ვებგვერდზე გავრცელდა, შემდეგ კი ის შეთქმულების თეორიის მოყვარულებმა აიტაცეს, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებს მოედო.
როგორც კონსპიროლოგები ამტკიცებენ, ბრიჯიტი ბიჭად დაიბადა და მისი სახელი იყო ჟან-მიშელ ტრონიე.
ადვოკატმა დაადასტურა, რომ სამი მოზრდილი შვილის დედა [მას შვილები პირველი ქორწინებიდან ჰყავს], 68 წლის ბრიჯიტ მაკრონი სასამართლოში საჩივრის შესატანად ემზადება.
ბრიჯიტ მაკრონის შესახებ ჭორების გავრცელებაში შემჩნეული არიან პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოწინააღმდეგეები ულტრამემარჯვენთა, ასევე ანტივაქსერთა ჯგუფებიდან და კონსპიროლოგიური მოძრაობა QAnon-ის მხარდამჭერები.