ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრი შოთა წურწუმია ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
შოთა წურწუმიას 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში სულ 15 ოპოზიციონერი იღებდა მონაწილეობას, არჩევის პროცესში კი 1 ბიულეტენი გაბათილდა.
"ქართულმა ოცნებამ" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მათ არც საკუთარი კანდიდატი არ წარუდგენიათ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.
"სხდომის დასაწყისშივე განვაცხადეთ, რომ პარტიები - "გახარია საქართველოსთვის" და "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ერთმანეთს შეერწყმებოდნენ, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა და ეს კენჭისყრის შედეგითაც დადასტურდა. დაფიქსირდა რეალობა, რომ ეს ორი პარტია ჩხოროწყუს საკრებულოში ერთმანეთთან პირდპირ ალიანსშია“, - აცხადებს ჩხწოროწყუს საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან", ჯანო პერტაია.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 წევრიდან 12 მანდატი "ქართული ოცნებას" აქვს, 7 "ნაციონალურ მოძრაობას", 7 "საქართველოსთვის" და 1 მანდატი - "ლელოს".
ფოტო: იმედი