ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს მოუწოდებს შობის დადგომამდე გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან და შეამციროს დაძაბულობა რეგიონში.
"მოსკოვს შეუძლია ყველა დაინტერესებული მხარისთვის უზრუნველყოს მშვიდობიანი დღესასწაულის პერიოდი", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სააგენტო dpa-თან ინტერვიუში.
სტოლტენბერგის თქმით, საუბარია ათი ათასობით სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებიც უკრაინა-რუსეთის საზღვართან არიან მობილიზებულნი.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე მიმართა აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის ანექსიისას.
სტოლტენბერგის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსული ძალების ზრდის მასშტაბები და მისი შეჩერების ან შენელბის ნიშნების არარსებობა. გენერალურმა მდივანმა მოსკოვთან საუბრისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ძირითად კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ.
"ჩვენ არ შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ ნატო-ს უფლება, დაიცვას თავი და ყველა მოკავშირე. აგრეთვე ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ ყველა ერის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი გზა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რუსეთის პოზიცია, რომ მას შეუძლია გადაწყვიტოს რას მოიმოქმედებენ მისი მეზობლები, ნიშნავს „გავლენის სფეროების“ ხელმეორედ შემოღებას... „ეს აბსოლუტურად ეწინააღმეგება იმას, რაც უზრუნველყოფდა მშვიდობას და სტაბილურობას ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
2021 წლის გაზაფხულზე რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი სამხედრო გადაისროლა. დასავლეთი შიშობს, რომ მოსკოვი უკრაინაზე თადასხმას გეგმავს.