"ვიწყებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას"- ამის შესახებ რუსთაველის გამზრიზე მიმდინარე აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ისაუბრა.
მისი თქმით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
"დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა. ეს კონსტიტუციური უფლებაა. ეს პროტესტის არაძალადობრივი მეთოდია, მაგრამ მძიმეა. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის მისაცემად. ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ, აქვე დავძენ: რაც უფრო მასობრივი იქნება, რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი უფრო მალე იქნება პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას". - თქვა ნიკა მელიამ
შიმშილობას ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები კახეთის გზატკეცილზე დაიწყებენ. ისინი ნაციონალური მოძრაობის ოფისში აქციიდან გადაინაცვლებენ.