ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან, რომ გავიგოთ რა შეიძლება იყოს შერიგების წერტილი, ამაზე ზუსტი პასუხი მე ნამდვილად არ მაქვს, - აცხადებს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი თქმით, მას შერიგება ვერ წარმომუდგენია, რადგანაც როდესაც არ უნდათ შერიგება ძალით ვერავინ შეარიგებს.
„ვუსმენთ ყველას, ვინც გამოხატავს სურვილს, რომ შერიგებისკენ და ტემპერატურის დაწევისკენ ვიაროთ. ველოდებით როდესაც ერთ-ერთ მხარეს „გადაუნდება" არსებული სიტუაციით ტკბობა და რამე სხვას გააკეთებს. როდესაც მიხვდებიან, რომ ადამიანებს მობეზრდათ ჩხუბი, რაღაც გამზადებული რეცეპტი უნდა ჰქონდეთ ამ შერიგების. ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან, რომ გავიგოთ რა შეიძლება იყოს შერიგების წერტილი, ამაზე ზუსტი პასუხი მე ნამდვილად არ მაქვს.
ჩვენი საკითხი პრეზიდენტთან შეხვედრის სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება, ამას ჩვენამდეც ბევრი ეტყოდა. თუმცა, პატიმრების შეწყალება, როგორც აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი ნამდვილად იქნება. პოლიტიკურ საკითხებზე პრეზიდენტმა თავად შემოგვთავაზა დისკუსია და მის წინადადებებს მოვისმენთ ამ შემთხვევაში“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.