მემარცხენე გაბრიელ ბორიჩი ჩილეს ახალ პრეზიდენტად აირჩიეს.
სამხრეთამერიკულ ქვეყანაში გამართულ არჩევნების მეორე ტურში 35 წლის ბორიჩმა ხმების თითქმის 56 პროცენტი მოიპოვა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ჩილეს ისტორიაში.
მისმა კონკურენტმა, მემარჯვენე პოპულისტმა, წარმოშობით გერმანელმა ანტონიო კასტმა 44 პროცენტი მიიღო. მან მარცხი აღიარა და ბორიჩს გამარჯვება მიულოცა.
ჩილეს პოლიტიკაში გაბრიელ ბორიჩი 2011 წლიდან გამოჩნდა, როდესაც ის სათავეში ჩაუდგა სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობას. 2013 წელს პარლამენტის წევრად აირჩიეს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც ოთხი კვირის წინ გაიმართა, ბორიჩი ოდნავ ჩამორჩა კასტას და მეორე ადგილი დაიკავა.
გაბრიელ ბორიჩთან ერთად ჩილეში ხელისუფლებაში მოდიან პროგრესული მემარცხენეები, რომლებმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიძლიერეს პოზიციები.
ბორიჩი ამომრჩევლებს ქვეყანაში განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების, ევროპული სოციალური სახელმწიფოების მოდელით, რეფორმირებას დაჰპირდა. იგი ემხრობა მიგრანტებისა და ლბგტქ ადამიანებს უფლებებს და პირობას დებს, რომ იქნება ყველა ჩილელის პრეზიდენტი.