ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის ახალი, "ომიკრონი" შტამი მსოფლიოს 89 ქვეყანაშია აღრიცხული.
ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დელტა შტამი. ამასთან, ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები, გადაცემის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, 2-3 დღეში ერთხელ გაორმაგდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთ საგულისხმო ინფორმაციას იუწყება. კერძოდ, როგორც აღმოჩნდა ომიკრონი სწრაფად ვრცელდება იმ ქვეყნებშიც, სადაც მოსახლობის იმუნიტეტი მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
"შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს ვირუსის უნარს, თავი აარიდოს იმუნურ სისტემას, ან მის მაღალი გავრცელების შესაძლებლობას, ან ორივეს კომბინაციას ერთდროულად", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ჯანმო-ს ინფორმაციით, ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია ომიკრონი შტამით გამოწვეული დაავადების კლინიკური სიმძიმის თაობაზე.