უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ლიზა იასკომ მისი მეუღლე, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოინახულა.
იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და საჭიროა რეაბილიტაცია ციხის გარეთ განაგრძოს. მისივე განცხადებით, სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის საპყრობილეში, იმ სიმპტომების გათვალისწინებით, რასაც ის ავლენს, დაუშვებელია.
"გასული სამი დღის განმავლობაში ვერანაირი პროგრესი ვერ დავინახე, ის ძალიან სუსტად არის. მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ რომ, დავრწმუნდი მისი რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს ციხის გარეთ, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად დგას", - თქვა იასკომ.
ლიზა იასკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება სურს, თუმცა ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
"რაც შეხება სხვა საკითხებს, მას სურს სასამართლო პროცესზე დასწრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის. ის პოლიტიკური პატიმარია და როცა შეეძლება ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრებს ყველა სასამართლო პროცესზე,"- განაცხადა იზა იასკომ.