ხვალ, 19 ნოემბერს, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს მოუსმენენ.
სხდომაზე გულის ქირურგიისა და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების პრობლემას განიხილავენ. "ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით, სახელმწიფო უარს ამბობს 60-წლამდე აღნიშნული დაავადებების დაფინანსებაზე, რაც უსამართლოა.
"ქრისტიან-დემოკრატები" ითხოვენ, მთავრობამ 2010 წლის ბიუჯეტში გულის ქირურგიისა და ონკოლოგიური დაავადებების დაფინანსება გაითვალისწინოს.