"მადლობელი ვარ მოწვევისთვის, სამწუხაროდ ამ მომენტში ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ იმისას, რომ რეალურ პროცესთან გვქონდეს საქმე, ამიტომ არანაირი სურვილი რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის, თუ ვცდები მხოლოდ მოხარული ვიქნები, ამას აჩვენებს ნაბიჯები, რომელიც იქნება გადადგმული," - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ოპოზიციის მიწვევას.
"ჩვენ მივიღეთ მოწვევა ამ შეხვედრაზე, მადლობელი ვარ მოწვევისთვის, სამწუხაროდ ამ მომენტში ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ იმისას, რომ რეალურ პროცესთან გვქონდეს საქმე, როდესაც სრულიად საპირისპირო მიმართულებით ნაბიჯებს დგამს ის ვისაც ძალაუფლება აქვს ივანიშვილი და მისი გარემოცვა და ამიტომ არანაირი სურვილი არ გვაქვს თუ ეს არის სიმულაცია, რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის, თუ ვცდები მხოლოდ მოხარული ვიქნებით, ამას აჩვენებს ნაბიჯები, რომელიც იქნება გადადგმული და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი რაიმე არსებით დისკუსიას, პრინციპიალურად კი არ ვეწინააღმდეგენით, ოღონდ სიმულაციის პრინციპული წინააღმდეგი ვართ", - განაცხადა ბოკერიამ.