ხვალ, 19 ნოემბერს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციას მოისმენს. სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატელეკომუნიკაციო სფეროში რუსეთის ფედერაციის უკანონო საქმიანობაზე ისაუბრობენ.
მთავარი თემა იქნება აფხაზეთისთვის რუსული სატელეფონო კოდის მინიჭების საკითხი. დეპუტატები იმ მექანიზმებზე ისაუბრებენ, რომელიც აღნიშნული ფაქტის აღსაკვეთად იქნება შემუშავებული. საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ზონებში რუსული ფიჭური კომპანიების უკანონოდ საქმიანობასაც.