საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროკომისართან ევროკავშირში საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს პოტენციალის გამოყენების გზები განიხილა.
"ძალიან კარგი დისკუსია მქონდა კომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ ევროკავშირში ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს სრული პოტენციალის გამოყენების გზები. მოუთმენლად ველი აქტიურ ჩართულობას პარტნიორებთან ერთად ჩვენი ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესის მისაღწევად", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.