მოლდოვას სურს ევროკავშირში გაერთიანება და რუსეთს განუცხადა, რომ ეს მისი არჩევანია, - განაცხადა პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
სააგენტო Reuters-თვის მიცემული მისი ინტერვიუ ყველაზე მკაფიო საჯარო განაცხადია გახდა მოლდოვას პროდასავლურ კურსზე.
"მოლდოვას სურს გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა სანდუმ, რომელიც 2020 წლის ბოლოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაურბოდა მკაფიო განცხადებებს ქეყნის ორიენტაციის შესახებ, ვინაიდან, ითვალისწინებდა მოლდოვას დამოკიდებულებას რუსულ გაზზე.
"ჩვენ ვისურვებდით იქ [ევროკავშირში] მოხვედრას უფრო ადრე, ვიდრე გვიან", - აღნიშნა სანდუმ.
შეკითხვაზე, მისცემს თუ არა უფლებას რუსეთი მოლდოვას,რომელიც უკრაინასა და ევროკავშირის წევრ რუმინეთს შორის მდებარეობს, გაწევრიანდეს ევროკავშირში, სანდუმ უპასუხა, რომ მან განუცხადა რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომ ბლოკის მოდელი მისი ქვეყნისთვის მისაღებია.
"ჩვენ დავრჩებით იმ აზრზე, რომ ეს ჩვენი არჩევანია [ევროკავშირში გაწევრიანება] და ვისურვებდით, რომ სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ ამ არჩევანს", - განაცხადა მან.
სანდუმ განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის მობილიზებით.
ამასთან, აღნიშნა, რომ არ შეიმჩნევა მოლდოვას სეპარატისტულ პროვინცია დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების აქტივობის ზრდა.
"სამწუხაროდ ჩვენს ტერიტორიაზე დღემდე იმყოფება რუსული ჯარი", - განაცხადა მან და რუსეთს მისი გაყვანისკენ მოუწოდა.