ნატო ელოდება, რომ საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ბოლო წლებში დიდი სამუშაო გასწია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს საშინაო რეფორმებსა და წლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის საკითხზე.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე მუშაობა გაგრძელდეს. ჩვენ ასევე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა გადაწყვიტოთ პოლიტიკური უთანხმოება, შეამციროთ პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები. ნატო ელოდება, რომ საქართველო დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელზეც ბოლო წლებში დიდი სამუშაო გასწია“, – განაცხადა იენს სტოლტენბეგრმა.