ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან დეპოლარიზაცია და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა თავსებადი არ არის, - აცხადებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა პოლარიზაციას ზრდის.
"შერიგება საქართველოს კონსტიტუციასთან უნდა მოხდეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა აქვს ხალხთან და სახელმწიფოსთან, ასევე იმასთან, რომ არ უნდა, ხალხის არჩევანი და სასამართლოს გადაწყვეტილება აღიაროს. როგორც კი, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის არჩევანს, კანონს და სასამართლოს გადაწყვეტილებას აღიარებს, პოლარიზაცია იქვე დასრულდება. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მის მიღებას 113 ხმა სჭირდება. ჩვენ ამ ცვლილებებს ოპოზიციის გარეშე ვერ მივიღებთ ისევე, როგორც ისინი ჩვენს გარეშე. მნიშვნელოვანია, თანხმობა, რისი წინაპირობაც არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პლენარულ სხდომებს უნდა დაესწროს. სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.