10 დეკემბერს მოსკოვში, 3+3 ფორმატის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატის კომენტარშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ამაზე უწყებას შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება ჰქონდა.
„ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“,- აღნიშნულია საგარეო უწყების კომუნიკაციის დირექტორატის კომენტარში.
10 დეკემბერს მოსკოვში, 3+3 ფორმატის ფარგლებში, რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე, შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაზე საქართველო არ იღებდა მონაწილეობას, თუმცა დროშა მაინც იყო წარმოდგენილი.