გავაკეთე უკვე კომენტარი, მგონი საკმარისი იყო, არ არის საჭირო, რომ ვეძებოთ რაღაც ინტრიგა, რომელიც არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას - რატომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება.
ტიკარაძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ არ დაესწრო მთავრობის დღევანდელ სხდომას და იყო თუ არა ეს, მისი მხრიდან პროტესტი.
„პროტესტი არის დესტრუქცია. ზოგადად, მოვუწოდებ საზოგადოებას არ მიმართონ პროტესტის არანაირ ფორმას და ამას, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ისედაც არ დავუშვებ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.