მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს დაემატა კუჭნაწლავისა და ნეიროდეფიციტური პრობლემა. ასევე, ყიფშიძს თქმით, სააკაშვილს აქვს ანემია.
„პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საერთო სისუსტე გრძელდება, ასევე აღვნიშნავდი დისბალანსს, სიარულის პრობლემები აქვს. პლუს ამას, დაემატა რამდენიმე ახალი რაღაც. პირველ რიგში, ეს არის კუჭნაწლავის პრობლემები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარდა. უნდა დავაკვირდეთ, რა უნდა ვქნათ. მეორე, ეს არის ნეიროდეფიციტი. ეს, ჩემი აზრით, გამოხატულია და საჭიროებს კორეგირებას რაც შეიძლება სწრაფად. საჭიროა მულტიპროფილური ექიმების ერთად შეკრება, რომ გადავწყვიტოთ, რატომ მოხდა ეს. ასევე გამოკვეთილია ანემია, რომელიც მას აქამდე არ ჰქონდა. ანემიის ნიშნები ჰქონდა როდესაც შიმშილობდა, მაგრამ მერე გამოსწორდა. ახლა ისევ დაიწყო ანემია“,- განაცხადა ყიფშიძემ.