ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გადადგა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგენგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
„ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად. მიუხედავად, იმისა, რომ იყო რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და მთავარი სამიზნე იყო პანდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კოლეგებს და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პრევენციის კუთხით, მათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს.