„ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ უნდა, საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგოს და ყველანაირ გზას ეძებს, რათა პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს, აცხადებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მისი განმარტებით, ეს ორ რამეს ადასტურებს.
"ეს ამ ადამიანის პოლიტიკური და სამართლებრივი უმწიფრობის მაგალითია. როცა ადამიანს მზაობა აქვს, ჩაიდინოს დანაშაული, მაგრამ არ უნდა ამაზე პასუხი აგოს, ეს არის უტიფრობა. ასევე უტიფრობაა, როცა ადამიანი ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობდა და მასთან არის ნულოვანი ტოლერანტობა, როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკა იდენტიფიცირებული და ამ დროს თავად არ უნდა ის, რომ პასუხი აგოს საკუთარ დანაშაულზე, რომელიც დადასტურებულია სამი ინსტანციის სასამართლოთი, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.