ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის ვალდებულება არ ვრცელდება უკრაინაზე, - ამბობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბაიდენი ასევე აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ნებას გამოავლენენ ნატო-ს წევრები.
"ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი ვალდებულება ნატო-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით, მეხუთე მუხლის ვალდებულება იმ შემთხვევისთვის, თუ მათ თავს დაესხმებიან. ეს ვალდებულება არ ვრცელდება უკრაინაზე, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება, რისი გაკეთების ნება ექნებათ ნატო-ს სხვა წევრებს", - თქვა ბაიდენმა.
მისი თქმით, უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა ამ ეტაპზე არ განიხილება.
"იდეა, რომ აშშ ცალმხრივად გამოიყენებს ძალას, რათა დაუპირისპირდეს რუსეთს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება, ამ ეტაპზე არ განიხილება, მაგრამ რაც მოხდება, არის მძიმე შედეგები რუსეთისთვის", - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი შესაძლოა, კიევს იარაღით დაეხმაროს.
"დარწმუნებული ვარ, რომ პუტინმა ჩემი გზავნილი გაიგო", - განაცხადა ბაიდენმა.