ხვალ, 19 ნოემბერს, "საქართველოს გზის" ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირი-ვაშინგტონის ფორუმის გახსნაში.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა პოლიტიკური პარტია Brookings Institute-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში.
ზურაბიშვილი ამერიკაში 17 ნოემბერს გაემგზავრა, სადაც შეხვედრები გამართა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან. შეხვედრების თემა იყო, თუ რა ნაბიჯები შეიძლება იქნას გადადგმული ამერიკის მხრიდან საქართველოში თავისუფალი მედიის მხარდასაწერად; განხილული იყო ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენის ვიზიტის შემდეგ და კავკასიაში საქართველოს ხელისუფლების შეცდომებით გამოწვეულ მოსალოდნელ საფრთხეები.
17 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში შეხვდა გერმანიის მარშალის ფონდის წარმომადგენელს, ჯონს ვუდს, ასევე უმრავლესობის უფროს მრჩეველს, ევროპისა და აზიის საკითხებში, სენატის საგარეო კომიტეტის წევრს ჯეისონ ბრუდერს.
20 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირი-ვაშინგტონის ფორუმში; 23 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.