საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ეხმიანება საზოგადოების მიერ გამოთქმულ კრიტიკას, ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით.
ჩხენკელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი და იგი საათანადოდ უნდა იყოს წარმოჩენილი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.
"კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ პიროვნებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში.
ასევე, საზოგადოებას მინდა, შევახსენო, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულად გამჭირვალე, ყველას აქვს შესაძლებლობა, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ.
გრიფირების პროცესში მონაწილეობას იღებენ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. განსაკუთრებით მინდა, ავღნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.