აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდის შესახებ მემუარებს წერს.
"მე ვწერ მემუარებს. ნახავთ, რომ ეს ძლიან კარგი რამ არის", - განაცხადა ტრამპმა ტელერახ Newsmax-თან ინტერვიუში. მისი თქმით, წიგნმა უკვე გამოიწვია უამრავი გამომცემლის ინტერესი. ამ დროისთვის, წიგნის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია.
დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობას 2017-2021 წლებში იკავებდა. მან მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ათზე მეტი წიგნი გამოსცა. მათგან ყველაზე პოპულარული გახდა "გარიგებების დადების ხელოვნება", "როგორ გავხდეთ მდიდარი" და "იფიქრე, როგორც მილიარდერმა. ყველაფერი, რაც უნდა იცოდე წარმატებაზე, უძრავ ქონებასა და საერთოდ ცხოვრებაზე".