შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთს დაუწესოს მკაცრი ეკონომიკური სანქციები და ევროპაში უფრ მეტი სამხედრო განალაგოს. ამის შესახებ ამერიკის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა. იუწყება სააგენტო AFP.
აშშ პირდაპირ სამხედრო პასუხს არ განიხილავს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მიმართავს სხვადასხვა მეთოდს: უკრაინის არმიის დახმარებას, მკაცრ ეკონომიკურ სანქციებსა და ნატო-ს მოკავშირეებისთვის დახმარებისა და რესურსების მნიშვნელოვან გაზრდას.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელს არ დაუზისტებია რა სანქციებზე შეიძლება იყოს საუბარი. სააგენტო Reuters-ის წყარო ამტკიცებს, რომ განიხილება სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ.
CNN-ის ინფორმაციით, ასევე საუბარია საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-დან რუსეთის გარიცხვაზეც.
გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, აშშ და ევროკავშირი უმსხვილესი რუსული ბანკებისა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ. ერთ-ერთ ვარიანტად ასევე განიხილება რუსული რუბლის დოლარსა და გირვანქა სტერლინგში კონვერტაციის შეზღუდვა.
უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქნება ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის მთავარი საკითხი, რომელიც დღეს ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.
ბოლო კვირებია უკრაინის საზღვართან რუსეთის მიერ სამხედრო ძალის უპრეცედენტო კონცენტრაციის გამო იზრდება შეშფოთება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის. დასავლეთის ლიდერებით მოუწოდებენ რუსეთს, რომ სასწრაფოდ გადადგას ნაბიჯი ვითარების დეესკალაციის მიზნით.