შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, კიევში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე წარადგინოს ბრიჯიტ ბრინკი, მაღალი რანგის გამოცდილი კარიერული დიპლომატი. ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy-ი ამერიკის ადმინისტრაციის ყოფილ და ამჟამინდელ მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით იუწყება.
თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ბრინკი 2019 წლიდან სლოვაკეთში ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელია.
უკრაინის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობა 2019 წლის მაისიდან ვაკანტურია, როდესაც წინა ელჩი, მარი იოვანოვიჩი, ვაშინგტონში გაიწვიეს. იოვანოვიჩი უკრაინაში 2016 წელს დაინიშნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს, ხოლო 2019 წლის მაისში მან თანამდებობა დატოვა იმდროინდელი სახელმწიფოს მეთაურის დონალდ ტრამპის პირადი მოთხოვნით, რომელმაც ელჩი [მის მიმართ] არალოიალობაში დაადანაშაულა.
სხვადასხვა დროს ბრიჯით ბრინკი მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში უზბეკეთში, საბერძნეთში, თურქეთსა და საქართველოში.
შეგახსენებთ, 2018 წელს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, აშშ საქართველოში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას გეგმავდა, ხოლო საქართველოს მთავრობამ მისი კანდიდატურა დაბლოკა, რადგან მთავრობაში მიიჩნევდნენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილი იყო.