საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კოსტა რიკასთან პოლიტიკური კონსულტაციები გამართა.
კოსტა რიკის დედაქალაქ სან ხოსეში მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა შეხვედრები კოსტა რიკის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის განვითარების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების მაღალი დონის წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრების ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და კოსტა რიკის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების განხილვა და კონკრეტული სფეროებისა და მიმართულებების განსაზღვრა.
ვიზიტისას ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და კოსტა რიკის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ.