აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთს მოუწოდა, აირჩიოს დეესკალაცის გზა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და საზღვრიდან თავისი ჯარები გაიყვანოს.
მისი თქმით, თუ ეს ასე არ მოხდება, ნატო თავის თავდაცვის პოტენციალს გააძლიერებს. ბლინკენი ამის შესახებ შვედურ ტელეარხს ესაუბრა.
"თუ აუცილებელი იქნება ნატო-ს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ამასაც გავაკეთებთ", - განაცხადა ბლინკენმა.
"ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ (რუსეთს), რომ იქნება სერიოზული, სერიოზული შედეგები. მაგალითად, განვიხილავთ ეკონომიკურ სანქციებს, რომელიც ძლიერ ზეგავლენას მოხდენს და ნაბიჯებს, რომლისგანაც წარსულში თავს ვიკავებდით, როდესაც ღრმა უთანხმოება გვქონდა რუსეთთან", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
7 დეკემბერს ბაიდენი და პუტინი ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ, სადაც მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება.
გასულ კვირას ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს მტკიცებულებები უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მზადების შესახებ.
"ჩვენ არ ვიცით, მიითო თუ არა პუტინმა შეჭრის გადაწყვეტილება. ჩვენ ვიცით, რომ ის უზრუნველყოფს ეს მოკლე დროში გააკეთოს, თუ გადაწყვეტილება (შეჭრის) მიღებული იქნება", - განაცხადა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.