"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ნიკა მელიამ გამომძიებლის მიერ გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მისი უწყებაში დაბარება სახელმწიფო გადატრიალების საქმეს ეხება.
"რეჟიმის პარანოია გრძელდება.
სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..
პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს...", - წერს ნიკა მელია.