საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის უვადო "მწვანე სტატუსს" არ ემხრობა. ამის შესახებ მან "რუთავი 2"-ის ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ტიკარაძის განცხადებით, გარკვეული გამოწვევების შედეგად, უვადო "მწვანე სტატუსთან" მიმართებაში რეგულაციები შესაძლოა შეიცვალოს.
"ვერ ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ არსებობს სხვა საფუძველიც.
ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს "მწვანე პასპორტები", თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება. განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე.
ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს საბჭოს წარუდგენს. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, "მწვანე პასპორტის" უვადობას არ ვემხრობი," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.