სააკაშვილი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ჯერ ძალიან სუსტადაა, აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.
„ისე ჩანს, რომ ხელისუფლებას სურს, მოკლას მიხეილ სააკაშვილი და მრავალწლიანი პატიმრობა შეუფარდოს. თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში. ჩვენ ის გვჭირდება. მილიონობით უკრაინელს სჭირდება და ელიან, ყოველდღიურად თვალყურს ადევნებენ ახალ ამბებს და მეკითხებიან, თუ რას აკეთებენ ქართველები მის გასათავისუფლებლად. როდესაც გარკვეული პოლიტიკური პრობლემები იყო უკრაინაში, უკრაინელები მისთვის იბრძოდნენ და მანქანიდანაც კი გადმოჰყავდათ, როდესაც დააკავეს. ახლა ქართველი ხალხის ჯერია, რომ გაათავისუფლონ“, – განაცხადა ლიზა იასკომ.