მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტში ადამიანები უნდა იყვნენ არა მხოლოდ პარტიული ნიშნით, არამედ ეს ადამიანები უნდა იყვნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლები, - მიიჩნევს "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
"ეს კომიტეტი, ეს საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა გულისხმობდეს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას. ეს ადამიანები უნდა იყვნენ არა მხოლოდ პარტიული ნიშნით, არამედ ეს ადამიანები უნდა იყვნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლები, ძალოვანები, ჟურნალისტები. ყველა უნდა იყოს ჩართული, ვინც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საპყრობილეში ყოფნა აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რაც უფრო ფართო იქნება ეს მოძრაობა და არა მხოლოდ პარტიული ხაზებით, უფრო მნიშვნელოვანი იქნება. „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ რაც არის, ამაზე აქტიურობა მიმდინარეობს სულ. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუნდაც სააკაშვილის სასამართლო პროცესებიდან გამომდინარე, არავითარი სამართლებრივი საფუძველი ამ ადამიანის საპყრობილეში ყოფნის არ არის. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.