საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში. აქვე აღინიშნა ბიზნესებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა.
ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.
მთავრობის მეთაურმა კატარის ახლად დანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა.