"რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი კანის ნერვების მკურნალობა, რომელიც განვითარდა 2008 წლის შემდეგ, ნერვულ ნიადაგზე.
"ლეგენდარულ ბოტოქსს რაც შეეხება, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და არ ვიცი, შეცდომაა ეს ამათი სამსახურის. გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ და მიიღეთ იმათგან დადასტურება, ეს თუ იყო კოსმეტიკური პროცედურა და თუ არ იყო ჩვეულებრივი მკურნალობა კანის სნეულების, რომელიც 2008 წლის შემდეგ ნერვულ ნიადაგზე დამემართა, როგორც ექიმები ამბობენ, ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებზეც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ არის დასიებული სახე 2008 წლის შემდეგ და რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ. მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.