თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო.
დღეს სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაიმართება.
საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები.
პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში.
სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. საქმეს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.
მოსამართლემ ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, სხდომას მედიის წარმომადგენლები დაესწრონ.
სასამართლო პროცესის პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავს. დილიდან, საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.