შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუწოდებს ამერიკის მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად აიცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. "ბუსტერ" დოზით, რადგან სწორედ ის არის ომიკრონი შტამისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება.
ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია ომიკრონი ვარიანტის წინააღმდეგ იმოქმედებს "სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე და არა ქაოსითა და დაბნეულობით".
"ნება მომეცით გავიმეორო ის, რაც ექიმებმა და მეცნიერებმა დაადასტურეს. ომიკრონისგან საუკეთესო დაცვა არის ვაქცინის მესამე დოზის მიღება. ამჟამად დაახლოებით 135 მილიონი ამერიკელი უფლებამოსილია, მიიღოს "ბუსტერ" დოზა, მაგრამ მხოლოდ დაახლოებით 40 მილიონმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. გთხოვთ, გაიკეთეთ ვაქცინის მესამე დოზა", - მიმართა ბაიდენმა თანამოქალაქეებს.
ბაიდენმა ასევე მოუწოდა აუცრელ ამერიკელებს და შეახსენა, რომ ახლა არის დრო, როდესაც ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ადმინისტრაციაზამთარში პანდემიასთან საბრძოლველად ახალ ნაბიჯებს განიხილავს. "არა დახურვით, ან ჩაკეტვით, არამედ უფრო ფართო ვაქცინაციით, ბუსტერ დოზებით, ტესტირებით და სხვა".