აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა მოამზადა.
"ღრმად შეშფოთებულები ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯების გეგმა შეადგინა. გეგმა მოიცავს უკრაინის შიგნიდან დესტაბილიზაციის მცდელობას, ასევე მსხვილმასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს", - აცხადებს ბლინკენი.
ბლინკენის თქმით, რუსეთს ანალოგიური გეგმა ჰქონდა 2014 წელს. "მათ გააქტიურეს დეზინფრომაციის გავრცელება, უკრაინას აგრესორს უწოდებდნენ, რათა გაემართლებინათ დაგეგმილი სამხედრო აქციები", - აღნიშნა მან.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში შეინიშნება უკრაინის წინააღმდეგ ათჯერ მეტი პროპაგანდა სოციალურ ქსელებში იმ დონემდე, რომელიც ბოლოს შეინიშნებოდა 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე.
ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო მზად არის მიიღოს ზომები რუსეთის წინააღმდეგ თუ ის უკრაინის წონააღმდეგ აგრესიას მიმართავს. ალიანსი ასევე მზად არის გააძლიეროს თავისი აღმოსავლეთის ფლანგი.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აფრთხილებდა რუსეთს, რომ მზად არის მიიღოს ზომები უკრაინაში კრიზისის გამწვავების შემთხვევაში.