თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გიგი უგულავა 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ადვოკატები ირწმუნებიან, რომ უგულავას დაკავება უკანონოდ მოხდა, რადგან ხელთ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ უგულავა კანონს არ არღვევს.