უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭება სასამართლოში გაასაჩივრა.
ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამის სარჩელით უკვე მიმართა.
მოსარჩელეები სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოცემას სთხოვენ, რომელიც მთავრობას "მწვანე პასპორტებთან" დაკავშირებით სამეცინიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას დაავალებს.
საქართველოში მწვანე პასპორტის კონცეფციის ამოქმედება 1-ლი დეკემბრიდან იგეგმება. მწვანე სტატუსი პირს ენიჭება თუ
არის სრულად ვაქცინირებული (ორი დოზით);
აქვს გადატანილი კოვიდინფექცია;
აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის pcr ტესტი;
აქვს გაკეთებული 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის სწრაფი ტესტი.
ამასთან, კოვიდგადატანილ ადამიანებს მწვანე სტატუსი მუდმივად ენიჭებათ.