პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამრთლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს შეაწმინდა ხელი.
"ტელეკომპანია „იმედში“ რომ შევარდნენ, დალეწეს იქაურობა, მაუწყებლობა რომ გათიშეს, თავპირი დაამტვრიეს ჟურნალისტებს, ეს მე მახსოვს მარტო, ჩემი ცუდი სიზმარია? ეს გადაცდომაა? ევროვიზიაზე რომელ მომღერალს რა ვარცხნილობა უნდა ჰქონოდა, იმის საქმის კურსში იყო და ის არ იცოდა, მთელი დღე რომ ხალხს თავპირს ამტვრევდნენ, ბოლოს ტელევიზიაში რომ შევარდნენ?", - თქვა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არ მიაჩნია და ის უნდა წარმსდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე.
უკეთესი იქნებოდა, რომ ნორმალური მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყო, თუმცა, მას აქვს უფლება, სტრასბურგში გაასაჩივროს. რამდენადაც ვიცი, რაღაც ნაწილი გასაჩივრებული აქვს და იმაში მაინც არ გვეპარება ეჭვი, რომ სტრასბურგში ნორმალურ გადაწყვეტილებებს გამოიტანენ. პოლიტიკურ პატიმრად არ მიმაჩნია და ეს სიგნალი „ქართული ოცნებისთვისაცაა“, რადგან „ქართულ ოცნებას“ უნდა არ უნდა, ადრე თუ გვიან, ბატონი ფარცხალაძეც იქნება ისეთ მდგომარეობაში. ხელისუფლებაში ყოფნა არ არის ინდულგენცია, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, სააკაშვილი წარმოიდგენდა, რომ ციხეში ჩაჯდებოდა? წამოეწია ცოდვა მადლის ურემი და „ქართულ ოცნებასაც“ წამოეწვა, ყველასთვის სიგნალია. ვისურვებდი, რომ ნორმალურ სასამართლოში გასამართლდეს. სააკაშვილმა დღეს ადამიანურად და პოლიტიკურადაც ხელიდან გაუშვა დიდი შესაძლებლობა, რომ გულწრფელი სინანული დაგვენახა, რომ მართლა ბოდიში მოეხადა იმისთვის, რაც გაუკეთა გირგვლიანის ოჯახს, ვალერი გელაშვილისთვისაც ადამიანურად მოეხადა ბოდიში", - თქვა ელისაშვილმა.