ვისაც შეხვდათ ეს შტამი, მათ არ ჰქონდათ ჩატარებული შესაბამისი ვაქცინაცია, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის ახალი შტამით ინიფიცრებულებზე.
მისი თქმით, მნიშვნელოვან ბერკეტად კვლავ რჩება ვაქცინაცია
"რაც შეეხება ამ შტამის მართვას საქართველოს პირობებში, პირველი რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გავეცით, იქნა გათვალისწინებული. რაც შეეხება ანტიგენტესტირებას, აქ გეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი არის PCR ტესტირების ჩართვა, ვინაიდან, ის მეტად უფრო ზუსტია და ანტიგენტესტი არის უფრო მეტად სიმპტომურ პაციენტებში გამოსაყენებელი ტესტი და ეს რეკომენდაციებიც დამატებით იქნება შემუშავებული.
პანდემიის სამართავად გვაქვს რამდენიმე მთავარი ინსტრუმენტი. ეს არის გარკვეულწილად, შეზღუდვები, ოღონდ ამაში არ ვგულისხმობ მკაცრ ლოკდაუნებს, აქ არის გარკვეული წესები დადგენილი, რომელიც მნიშვნელოვანია დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ და მისი აღსრულების ხარისხი, მნიშვნელოვანია, იყოს მაღალ დონეზე აყვანილი და ასევე - აცრები. ვისაც შეხვდათ ეს შტამი, მათ არ ჰქონდათ ჩატარებული შესაბამისი ვაქცინაცია, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ბერკეტად კვლავ რჩება ვაქცინაცია,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.