მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს ალტერნატიული ისტორია მოვისმინეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა.
„მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გირგვლიანის საქმე არ არსებობს და ეს იყო პიარი. ასევე 7 ნოემბერი იყო გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან დაცვა. ეს არის ალტერნატიული ისტორიის ნაწილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში ყვებოდა და ახლა ისევ აგრძელებენ ისტორიის ასე წარმოჩენას და მხარდაჭერების დაჯერებას. მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები თითქოს და რეფორმებს სჭირდებოდა, ეს არის ცინიკური მიდგომა – როცა ხეს ჭრი ნაფოტები ცვივა. სამწუხაროდ, როცა სინანული არ არსებობს, სწორედ ასე ნაფოტებად ხედავენ გირგვლიანს, დარბეულ ადამიანებს და იმ მსხვერპლებს, ვინც სააკაშვილის მსხვერპლნი არიან. სინანულის ორი აქტი არსებობს – ადამიანური, რომელიც მას არ აქვს და სამართლებრივი სინანული. როგორც ხედავთ, ის სამართლებრივად არ ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.